aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კრამონი სააკაშვილის კადრებზე: შეძრწუნებული ვარ, მთავრობის მიერ ვიდეოს გავრცელება სავალალოა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს ეხმაურება.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, გავრცელებული კადრებით შეძრწუნებულია.

“შეძრწუნებული ვარ ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. საქართველოს მთავრობის მიერ ამ ვიდეოების გავრცელება სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და ქართული ოცნება უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს.

სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, უნდა შეეძლოს დაესწროს მის არაპოლიტიკურ სასამართლოს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და უნდა დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება – როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა”, – წერს კრამონი.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იტვირთბა....