ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ბრეგაძე: არ მითქვამს ტერმინი „შიმშილობის შეწყვეტა“, მე ვთქვი, ის იღებს ნატურალურ წვენებს და სხვადასხვა სახის ფაფებს

[su_quote]მე არასოდეს, არც ერთ ეთერში არ მითქვამს ტერმინი შიმშილობის შეწყვეტა. მე ვთქვი და პასუხისმგებელი ვარ ჩემს ყველა სიტყვაზე. ეს იყო შემდეგი: ის იღებს ნატურალურ წვენებს და სხვადასხვა სახის ფაფებს. აქვე ვიტყვი, საიდან მოხდა ამ ინფორმაციის გამოტანა. ჩვენ მივიღეთ სადეპუტატო კითხვა, რომელზეც ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. კითხვა იყო შემდეგნაირად დასმული: ხომ არ იღებს ის რაიმე საკვებ დანამატებს, რასაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგი შიმშილობისა ეფექტზე?

ბატონმა სარჯველაძემ მოგვმართა ამ კითხვით და ჩვენ, ბუნებრივია, გავეცით პასუხი. თუმცა, ამ პასუხში არ იყო საუბარი იმაზე, შეწყდა თუ არა შიმშილობა. ამ ტერმინზე ჩვენ არ გვქონია აპელირება. მათ სურდათ სტრასბურგში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმის დამტკიცება, რომ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მოვუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისკენ, პირიქით – ვაიძულებთ, ვაშიმშილოთ. არადა, სწორედ ეს ოპონენტები იყვნენ, რომლებიც ღია ეთერების საშუალებით მოუწოდებდნენ პატიმარს, რომ არ გაებედა შიმშილობის  შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ავტორიტეტი, როგორც პოლიტიკოსისა, განადგურდებოდა[/su_quote]

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

იტვირთბა....