[su_quote]ვარ ამაყი იმით, რომ ვარ მისი თანამებრძოლი. დღეს ვიყავი ისეთი ამაყი, როგორიც არასდროს, იმიტომ, რომ ვუყურებდი ისეთ მიშას, როგორის ნახვაც არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი რომ უყურებდა დღევანდელ მიშას იდეალს, ოლიგარქი იყო ყველაზე დამარცხებული, იმიტომ, რომ უნდა ნახოს მიშა, რომლისგანაც შექმნის ფსიქიკურად შეშლილს, გაუწონასწორებელს, უნდოდა კადრები ენახებინა, თუ როგორ ჭამს, სვამს, მაგრამ ვერაფერი ვერ გვანახა. ბიძინა ივანიშვილი 100-ით ნულია მიშასთან დამარცხებული მარტო ამ დღევანდელი მასალით, რაც გვანახეს[/su_quote]
ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტვ პირველის ეთერში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ დღევანდელ კადრებზე საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

