ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ბარამიძე: დანაშაულის მამხილებელი კადრებით, პუტინისტი მკვლელების რეჟიმი ბოლომდე გაშიშვლებულია

[su_quote]ყველა ნორმალური (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ადამიანისთვის ნათელია, რომ რაც დღეს პრეზიდენტ სააკაშვილის  რუსთავის ციხიდან, გლდანის ციხის “კლინიკაში” გადაყვანის კადრები გამოქვეყნდა, არის ამ შეშინებულ მოძალადეთა რეჟიმის მიერ, ადამიანის (ამ შემთხვევაში პაციენტის) მოტყუებითა და მასზე ძალადობით, კანონების  მრავალი მუხლების, უხეში დარღვევით,  განხორციელებული ქმედება.

ადამიანის უფლების დარღვევისა და ძალადობის ამ კადრების დანახვა მხოლოდ ქოცებს თუ გაუხარდათ, რომელთათვისაც (ადრე რომ ვიშვიშებდნენ ამ თემაზე) ადამიანის უფლებები და კანონი საერთოდ ცარიელი სიტყვებია და რეალურად არაფერს ნიშნავს.

დანაშაულის მამხილებელი ამ კადრებით, პუტინისტი მკვლელების რეჟიმი ბოლომდე გაშიშვლებულია.

კარგად ჩანს მოშიმშილე პრეზიდენტი, როგორ ეწინააღმდეგება მათ თავნებობასა და მოძალადეობას, რომ მიუხედავად ტყვეობისა, მას არ ეშინია, მოძალადეებსა და პუტინის მონებს უთხრას ის რასაც ისინი წარმოადგენენ.

ეს საზარელი კადრები, კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმ სასამართლოზე, (ქართულზე თუ ევროპულზე) რომელზეც ამ ჯალათების საქმეები იქნება (და ეს აუცილებლად მოხდება) განხილული და ისინი საკადრის სასჯელს მიიღებენ.[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე. შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იტვირთბა....