ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: კუბილიუსი როყიო განცხადებას აკეთებს – ვურჩევდი, სიღრმისეულად გაანალიზოს სიტუაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, კუბილიუსი როყიო განცხადებას აკეთებს, რომელიც ითვალისწინებს სახალხო პარტიის პოზიციას და რომლის ნაწილსაც ნაცმოძრაობა წარმოადგენს.

“კუბილიუსის მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრებაც არსებობს. ქვეყნის კურსი არის უცვლელი და ამ მიმართულებით დიდია მიღწევები. საქართველო არ არის ადგილი, რომლის აბუჩად აგდება შეიძლება ისე, რომ არ აფასებ საფრთხეებს. აკეთებს როყიო განცხადებას, რომელიც ითვალისწინებს სახალხო პარტიის პოზიციას, რომლის ნაწილსაც ნაცმოძრაობა წარმოადგენს. კუბილიუსს ვურჩევდი სიღრმისეულად გაანალიზოს სიტუაცია და განცხადება მერე გააკეთოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ქართველ ხალხს შესაძლოა დაუდგეს მომენტი, როცა მოუწევს არჩევანი გააკეთოს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნასა და ევროკავშირში ინტეგრაციას შორის.

იტვირთბა....