ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილზე: ქართული სასამართლოს ქმედება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას

უკრაინი სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება.

როგორც უკრაინის ომბუდსმენი აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ქმედებები ადამიანის უფლებათა კონვენციის უხეში დარღვევაა.

„ქართული სასამართლოს ამგვარი ქმედებები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაა, რაც სამართლიანი და საზოგადოებრივი განხილვის უფლების გარანტია.

მივმართავ უცხოურ სახელმწიფოებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინეთ დარღვევებზე და ხელის შეუწყვეთ  მიხეილ სააკაშვილს, დაესწროს მის სასამართლო პროცესს!”, – წერს დენისოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე გაიმართა. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა თავად დაკავებული.

იტვირთბა....