ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ალასანია: თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს, მივმართავ ყველას, დაგვეხმარეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ვიდეომიმართვას ავრცელებს და სრულიად საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თქოვნით მიმართავს.

როგორც ალასანია აღნიშნავს, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და მას უკვე ტკივილები დაეწყო.

“უმძიმესი მდგომარეობა მაქვს. ჩემს თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს. უკვე 40 დღეზე მეტია ის შიმშილობს, დაუმძიმდა მდგომარეობა, დაეწყო ტკივილები. კატეგორიულად არ გადაჰყავთ კლინიკაში, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება. მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. მივმართავთ კიდევ ერთხელ ყველას, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა. რა არის მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც სრულიად ნათელი იყო რომ მას ელოდებოდა.

ძირითადი მისი დანაშაული ვიცით რა არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოახერხა, მოასწრო და მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. ძალიან გთხოვთ. ვიცი, ყველაფერი კეთდება. ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელსა და შეუძლებელს, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მეტია საჭირო. გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე. ძალიან გთხოვთ”, – აცხადებს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....