ჟურნალისტის, ელისო კილაძის ინფორმაციით, პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა.
როგორც კილაძემ მთავარი არხის ეთერში განაცხადა, ივანიშვილმა ვიზა დაჩქარებული წესით მიიღო.
„გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო… ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, დაჩქარებული წესით მიიღო“, – განაცხადა კილაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ეშინია რუსეთის, რადგან პუტინის დავალება ბოლომდე ვერ შეასრულა.

