ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა ხვალ ვაჟა-ფშაველას გამზირზე აქციას გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ ვაჟა ფშაველას გამზირზე აქციას გამართავს.

ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქცია ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.

“მინდა დავაანონსო მორიგი აქცია, ხვალ 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მეტროსადგურ ვაჟა ფშაველასთან, გაიმართება აქცია და ველოდებით, ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს, დიახაც დღეს იყო, კალკი, გადმოტანის მცდელობა, იმ ყველაფრისა რასაც სჩადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების, წინააღმდეგ, არაფერი განსხვავებული დღეს ჩვენ აქ არ ვიხილეთ”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი ქვეყანაში მასშტაბურ აქციებს აანონსებს. ისინი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ამასთან, მათივე განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

იტვირთბა....