ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

როგორც ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლო ელოდება, როდის დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა ისე, რომ სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს.

“ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად გადაადგილება ვერ შეძლოს, ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდგ დაიწყებენ ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის, ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება”, – განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.

იტვირთბა....