ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

მდინარაძე: არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის, რამდენიც სააკაშვილმა და ენმ-მ გააკეთა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის, რამდენიც სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამაში რუსული საქმის მკეთებელი ფსევდომედასავლეთეები ხელს ვერ შეუშლიან.

“არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს, იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა და დღესაც აკეთებს!

ამიტომ ძალიან ყალბია მათი “სიბრაზე” და ის “ანტირუსული კამპანია”, რომელსაც ისინი განახლებული ენერგიით აწარმოებენ!

ჯერ ამაზე უპასუხონ ქართულ საზოგადოებას, რატომ დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამაში რუსული საქმის მკეთებელი ფსევდომედასავლეთეები ხელს ვერ შეგვიშლიან!”, – წერს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა შიმშილობს. ამასთან, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

იტვირთბა....