[su_quote]რამდენიმე დღის წინ პატრიარქი შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, ანუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას აძლევს შეხვედრებში მონაწილეობის საშუალებას. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას მისცემს, როგორც მინიმუმ წერილობითი განცხადების გაკეთების საშუალებას. პატრიარქი არის ადამიანი თავისი ერთი ხმით და მან უნდა აირჩიოს ან პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლის (ამინისტი ინთერნეიშენალის შეფასებით) მხარეს დგომა ან მსხვერპლის სიკვდილი. მისი ერთი ხმა მკაფიოდ უნდა ისმოდეს ან სიცოცხლის დასაცავად ან სიკვდილის სასარგებლოდ. თქვენი აზრით თავისი სიჩუმით რას ირჩევს საქართველოს პატრიარქი – სიკვდილს თუ სიცოცხლეს?[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა შიმშილობს. ამასთან, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

