ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

როგორც უგულავამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე დასწრების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

“ადამიანს ეუბნებიან სასამართლოზე მიყვანაზე უარს, სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია უარს, ყველაფერზე უარს…სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა, 37 წლის. პოლიტიკური დაკვეთაა აბა რა არის?! შესციცინებენ ჯარჯის, რასაც ეტყოდა ჯარჯი პროკურორი, იმას მერე ლამაზად აფორმებდნენ, გულისამრევია, ეს სასამართლო არ არის, ეს არის ტროიკა”, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....