ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გუშინ პირველი გადასხმა გაიკეთა. მისი თქმით, ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით გადასხმა აუცილებელი იყო.

“ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც უბრალოდ გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას ან გონების დაკარგვას. ახლა ჩემი შიმშილობის რეჟიმი არის ასეთი და იქნება იმგვარი, რომ ბოლომდე, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო, შევძლო შიმშილობა, ვიბრძოლო და გავაგრძელო ამ სახით პროტესტი”,- ამბობს ხოშტარია.

დროას ლიდერი მე-8 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ის პარლამენტის შენობაშია.

იტვირთბა....