ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: გიგი უგულავას განცხადება კატასტროფა იყო, ვგმობ და არ ვეთანხმები

დროას ლიდერი ელენე ხოტარია გიგი უგულავას მიერ პარლამენტთან გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას გმობს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, მსგავსი განცხადებების გაკეთება არის კატასტროფა და არ შეიძლება.

“გიგი უგულავას განცხადება კატასტროფა იყო. თუ არ ვცდები, მან ბოდიში მოიხადა. თუმცა მე ყველას, ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ჩემი კოლეგა იქნება, ოპოზიციონერი თუ ვინც არ უნდა იყოს, რომ დღეს ჩვენს ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

უგულავას განცხადებას ვგმობ და არ ვეთანხმები. გამიხარდა, რომ ამაზე ბოდიში მოიხადა. ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. საერთოდ კომენტარიც კი არ მინდა იმაზე, რომ არ არსებობს საქართველოში ვინმეს ბავშვი და ოჯახის წევრი, რომელსაც რაიმე სახით რამე უნდა ეხებოდეს. არც ერთი ადამიანი არ არსებობს, დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან წულუკიანით გაგრძელებული, ვის ჯანმრთელობასაც რაიმე უმცირესი ზიანი მაინც მიადგეს. აღარ ვლაპარაკობ ოჯახის წევრებზე. ასეთი განცხადებების გაკეთება არაფრით არ შეიძლება”, – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ გუშინ, 9 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ამ ნაგვის შესახებ, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ მისი შვილის მეზობლებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი.

იტვირთბა....