ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოკუჩავა: ტიკარაძემ უარი თქვა დეპუტატებთან შეხვედრაზე

ენმ-ს ერთ-ერთი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძემ დეპუტატებთან შეხვედრაზე უარი თქვა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე.

“გვინდოდა ძალიან მშვიდ გარემოში მათან შეხვედრა იმისთვის, რომ მისმა უწყებამ აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას გააჩნია და დაიცვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ტიკარაძემაც რეჟიმთან ერთად, ყველა სხვა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედა და უარი განაცხადა ამ შეხვედრაზე”,- ამბობს თინა ბოკუჩავა.

იტვირთბა....