[su_quote] მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება კი არა, საერთოდ, სასამართლოს უფლება წაართვეს.
შედარებისთვის, ნავალნიც კი გადაიყვანეს სასამართლოში…[/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება ამ წუთებში, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტს არც კი გააფრთხილეს რომ დღეს სასამართლო პროცესი ჰქონდა და მან ამის შესახებ ადვოკატებისგან გაიგო. პენიტენციური სამსახურის განმატებით, სააკაშვილი პროცესს იმიტომ არ ესწრება, რომ შესაძლოა ოპოზიციას დესტრუქცია ეცადა.

