ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პენიტენციური: სააკაშვილს სასამართლოში ვერ წავიყვანთ, შეიძლება, ოპოზიციამ დესტრუქცია სცადოს

“მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოვახდინოთ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა”,- სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და მიზეზად ოპოზიციის “შესაძლო დესტრუქციულ მოქმედებებს”, ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

“ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის”,- წერია განცხადებაში.

იტვირთბა....