ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარი თქვა.
“სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არა თუ არ აპირებენ, პენიტენიცური სამსახური არც კი მსჯელობს, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას”,- ამბობს ბასილაია.
ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოში ჩატარებულიყო და მას ექსპრეზიდენტი დასწრებოდა.

