ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბასილაია: ილუზია არ გვაქვს, რომ ხელისუფლება სააკაშვილს საზოგადოების წინაშე გამოაჩენს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიას თქმით, დღეს სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილს არ გამოაცენენ საზოგადოების წინაშე.

“ილუზია იმის, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე, ამის ილუზია არ გვაქვს. დღეს პირველ საათზე არის მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩანიშნული. სასამართლოს ჰყავს გამოთხოვილი მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, რომ ის სასამართლო პროცესს არ დაესწროს. აქ მოვედით, რომ გავიგოთ აპირებენ თუ არა სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოზე და თუ არ აპირებენ, ასეთ შემთხვევაში შევხვდებით. თუ გადაჰყავთ აქ არ შევხვდებით და სასამართლოზე ვნახავთ. თუმცა, ილუზია იმის, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე, ამის ილუზია არ გვაქვს.

არგუმენტები არგადაყვანის უკვე მოვისმინეთ, რატი ბრეგაძეს პირდაპირი დირექტივა ჰქონდა სასამართლოს წინაშე, რომ პროცესები ჩატარებულიყო ციხეში. მათ არ სურთ, სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავდეს პირდაპირ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ რამე მიზეზი გამოჩხრიკონ”,- ამბობს ბასილაია.

იტვირთბა....