[su_quote] მესმის მოწოდებები შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ ორ რამეს გეტყვით, პირველი – ის მოთხოვნები მე რაც მქონდა შიმშილობისთვის ეს იყო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საფრთხის მოხსნა და ჩვენ დღეს ვხედავთ არა თუ მოხსნილია, არამედ დამძიმებულია, ეს რისკები არის გაზრდილი, ამიტომ არასწორი და არალოგიკურია, ახლა პროტესტის შეჩერება ან ფორმის შეცვლა! მე გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია და ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს შიმშილობა… მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ქართული ოცნება გასცდა მორალურ საზღვრებს, პირველი ამის ნიშანი იყო ლექსო ლაშქარავა, მათ ჰგონიათ, რომ ეს გაუვიდათ… ამ ქვეყანაში სიცოცხლე აღარ ფასობს… [/su_quote]
ამის შესახებ პარტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ tv პირველის ეთერში განაცხადა.

