[su_quote] ვინმეს გონია სააკაშვილს “შეცდომებისთვის” დევნიან? რაფალიანცის ქვევრში ჩამხრჩობი, მაჩალიკაშვილის ძილში ჩამცხრილავი, საკუთარი თანაგუნდელების საცვლების და საძინებლების საჯაროდ ამფრიალებელი, ჯაშუშების პოლიტპატიმრებად შემწყალებელი, 20 ივნისის მომწყობი გგონიათ სააკაშვილს პოლიციური გადაცდომებისთვის და ადამიანის უფლებების დაუცველობისთვის სჯის? მოეშვით ამ ბოდიშობას და თავზე ნაცრის ყრას! ვის ებოდიშებით? რუსების და ქურდების ხელის ბიჭებს? თუ ვინმეს გონია, სააკაშვილის პატიმრობა ბოღმიანი, შეუმდგარი, საკუთარ ცხოვრებაზე დაბოღმილი რევანშიტების გარდა ვინმეს მართლა გულს ფხანს? თუ იმათ ებოდიშებით, ვინც 9 წელიწადია ქვეყნის ნაგვის ბუნკერად გადაქცევას იტანს და კიდე “იმ 9 წელს” გაიძახის? მაგ ხალხს ბოდიში კი არ უნდა მოუხადოთ, ხმა უნდა დაუხშოთ და უნდა უსურვოთ, მათმა შვილებმა 2002 წლამდელ საქართველოს ვერასდროს დააღწიონ თავი! [/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს.

