ქართველი ხელოვნებათმცოდნეები თურქეთში ნაპოვნ ტილოზე საუბრობენ, რომელიც სავარაუდოდ ჰოლანდიელ მხატვარ ანტონ ვან დეიკს ეკუთვნის.
2010 წელს მათ აღნიშნული ტილო შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის ვან დეიკს არ ეკუთვნოდა, ამიტომაც ქვეყნიდან გატანის ნებართვა გასცეს.
ქართველი ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძე დღესაც დარწმუნებულია, რომ ნამუშევარი ნამდვილად არ არის შესრულებული მე-16, მე-17 საუკუნეებში და არც ანტონ ვან დეიკს ეკუთვნის. მისივე მტკიცებით, ნამუშევარი სავარაუდოდ მე-19 საუკუნეშია შესრულებული და ავტორი უცნობია. საერთო ჯამში კი ტილო წარმოადგენს დიდი კომპოზიციის მცირე ნაწილს.
„ძლივს აღვიდგინე მეხსიერებაში, იმდენი სურათია მას შემდეგ… დღეს, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ფოტომასალა, ეს ისეთი უგემოვნო, მდარე ხარისხის ნამუშევარია, ისეთი გაურკვვეველი კომპოზიციაა, ისეთი აბსოლუტურად სტილისტურად არ ერგება ვან დეიკს, რომ დღესაც არ მეპარება ამაში ეჭვი და არც არასდროს შემეპარება“ – განაცხადა დალი ლებანიძემ.
ტილოზე ამ დროისთვის თურქი ხელოვნებათმცოდნეები მუშაობენ და თურქეთში ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.