ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეები მიემართებიან, პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ კანცელარიის შენობასთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები სწორედ მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.

მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებისკენ აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოუწოდა. მელიას განცხადებით, დღეიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „აღარ მიეცემა კანცელარიაში შესვლის და გამოსვლის საშუალება”.

იტვირთბა....