ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ბრეგაძე: სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა, შესაბამისი რეაგირება გვექნება

როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ახალ, N18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს, ისინი 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ამ თანამშრომლების შეურაცხყოფის უფლებას, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ მივცემთ უფლებას, ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში  საკუთარ ოჯახსაც ვერ ნახულობენ, ვერავის მივცემთ ამის უფლება და ბუნებრივია, ვერავის მივცემთ უფლებას

ამბობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე TV იმედის ეთერში.

იტვირთბა....