ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

უცნობი სააკაშვილზე: დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საქართველოს დაცინვა – საერთაშორისო მასშტაბის თავისმომჭრელი კაცია

[su_quote]ჩვენ ვნახეთ, როგორ იქცევიან, როგორ შიმშილობენ. შიმშილობის გრაფიკიც ყოფილა თურმე. შიმშილობა მე გამიგია ირლანდიელების, მარგარეტ ტეტჩერის დროს, როცა შეაკვდნენ იმ თავის აზრს, მრწამსს და რწმენას. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საქართველოს დაცინვა. ეს რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ნახონ, მე შემრცხვება სააკაშვილის მაგივრად. ერთი დღის წინ გამოიყვანა დედამისი ტელევიზორში ხვეწნა-მუდარით, შვილს მიკლავენო და დღეს ასეთი კადრები ვნახეთ. ეს ძალიან დიდი სირცხვილია. საერთაშორისო მასშტაბის თავისმომჭრელი კაცია. ვისაც კი ეხება ის, ყველა ბინძურდება. მისივე გუნდის წევრები კარგად ხვდებიან ამას.

მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავინახოთ, რა ადამიანები ვართ, რომ აქამდე მოვიყვანეთ ეს ამბავი. იმ მონაპოვარს, რომელიც უკვე გვაქვს, არცერთ შემთხვევაში რომ არ დავთმობთ, ეს ხომ ცხადზე ცხადია. მინდა მივმართო იმ ადამიანებსაც, ვინც შეუგნებლად დგას იმ მხარეს – არასწორ მხარეს დგახართ, იმიტომ რომ „ეფესბეს“ სპეცოპერაციაში მონაწილეობთ. სიტუაციის არევა საქართველოში თემურ ალასანიას ამბავია. კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ ყველაფერი, რაც ამ ადამიანმა აკადრა ქართველებს[/su_quote]

ამის შესახებ ტელეწამყვანმა და მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ტელეკომპანია იმედის ეთერში  განაცხადა. შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კვების კადრები გაავრცელა.

იტვირთბა....