ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მელია: ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებას 24 საათიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.

როგორც მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ორშაბათს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

“ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ 24 საათში, ამას მაინც არ გააკეთებენ, ჩვენ ორშაბათს, საღამოს 20:00 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 37-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....