საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს:
„რატომ ჰგონიათ ვიღაც ნინიებს… ან ვიღაც გიგიებს, ამ საშობაო საზეიმო დროს, რომ მაინცდამაინც ან პატრიარქის ან შობის დღესასწაულის – ეს 25 დეკემბერს იქნება თუ 7 იანვარს – შეურაცხყოფა მათ პროგრესისტთა მოაზროვნეთა რიგებში შეიყვანს… და არა მეშჩანების მასაში ჩაძირავს?“ -წერს პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ ნინია კაკაბაძემ ფეისბუქ გვერდზე დედა გაიხსენა, რომელიც ასწავლიდა, რომ პატრიარქი სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს. ხოლო გიგი თევზაძემ ფეისბუქ გვერდზე 7 იანვარს შობის აღნიშვნა ოკუპანტებთან თანამშრომლობად გამოაცხადა.