ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფასა და ნატურალურ წვენებს იღებს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და გარკევული დროის შემდეგ მან ფაფები და წვენები მიიღო. ამის შესახებ ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“ექიმებთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი არის ნორმაში დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მან მიიღო საბანკო ბარათი, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ განაცხადა უარი. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა, საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები, ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოიწერეს ეიქმებმა”,- ამბობს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომერბს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 35 დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....