ლეგენდარული მუსიკოსი დევიდ ბოუვი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. New York Times-ის ცნობით, გარდაცვალების მიზეზად სიმსივნე სახელდება.
მომღერალი 1947 წელს ლონდონში დაიბადა. ბოუვის წარმატება სიმღერა “Space Oddity” უკავშირდება, რომელმაც მუსიკოსს წარმატება მოუტანა. მისი ბოლო ალბომი “Blackstar” 2016 წლის 8 იანვარს, ბოუვის დაბადების დღეზე გამოვიდა.
მუსიკოსის ბოლო ლაივ კონცერტი 2006 წელს ნიუ იორკში ჩატარდა.