ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხერხეულიძე არ გამორიცხავს, რომ ხოშტარიას შიმშილობას შესაძლოა, მისი კოლეგებიც შეუერთდნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძე არ გამორიცხავს, რომ ელენე ხოშტარიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ შიმშილობა დაიწყო, შესაძლოა, სხვებიც შეუერთდნენ.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია.

„ელენეს ნაბიჯი არის მამაცური მოქმედება როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის. ვუცხადებ სოლიდარობას და მომწონს ბრძოლის ეს ფორმა. თუ მკითხავთ რატომ არ ვუერთდები ამ აქტს, გეტყვით, რომ მაქვს კონკრეტული საქმეები, რომელიც ვერავის გადაბარდება და ყველას ჩვენი როლი გვაქვს ამ ბრძოლაში. შესაძლებელია ელენეს შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი იყვნენ ჩვენი კოლეგებიც, თუმცა არ ვხედავ ამის აუცილებლობას.

ელენეს, როგორც ერთი ინდივიდის ბრძოლა არის მისასალმებელი და დასაფასებელი. სწორედ ასეთი მოქმედებებით ყველანაირი გზა უნდა მოვძებნოთ, რომ დასრულდეს ეს რეჟიმი. ამ საკანონმდებლო ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, რომ დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....