ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს

პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს.

როგორც მან აღნიშნა, ის შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

“მინდა, გავაკეთო საგანგებო განცხადება. მე არ წარმოვადგენ სააკაშვილის პარტიას, არც მისი ამომრჩეველი ვარ, მაგრამ რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და  ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქის და პრეზიდენტის მიმართ. ეს სახელმწიფო ინტერესების საკითხია.

მე გადავწყვიტე, აქ პარლამენტში, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები არ მოიხსნება”, – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 34-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში განხორციელდება.

იტვირთბა....