ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში 769 უბნიდან დათვლილია 768 უბანი.
ბოლო მონაცემებით, თბილისში არჩევნები ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა მოიგო.
კერძოდ:
- კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 55.61%
- ნიკა მელია (ენმ) – 44.39%
შეგახსენებთ, რომ გუშინ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები სრულად იხილეთ ლინკზე.