ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიზა იასკო: ყველა უფლება, რომელიც სააკაშვილს აქვს, ირღვევა, რაც ძალიან საშიშია

უკრაინის დუმის დეპუტატმა ლიზა იასკომ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში პროცესები ისე მიმდინარეობს, როგორც რუსეთში.

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ყველა უფლება, რომელიც მას აქვს ირღვევა, რაც ძალიან საშიშია. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესები ისე მიმდინარეობს, როგორც რუსეთში. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე ახლა ქართველი ხალხის ხელშია. ამ მომენტისთვის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაგრძელება საქართველოზეა დამოკიდებული. ჩვენ პირველ რიგში გვინდა, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს და ის საავადმყოფოში იმყოფებოდეს და დაცული იყოს. სამწუხაროდ, ახლა ეს არ ხდება. ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული”,- ამბობს ლიზა იასკო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 29 დღეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშლობს.

იტვირთბა....