ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი: სააკაშვილი პირდაპირ ებრძოდა ეკლესიებს, ივანიშვილი კი აღადგენდა

ახლა ჩვენ ვუყურებთ გვარამიას აღვირახსნილ კამპანიას, ბინძურ პროპაგანდას ეკლესიის, მეუფე შიოს და სხვა მეუფეების წინააღმდეგ, ეს ხომ არის პირდაპირი მტრობა, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური საქმიანობა. რაც მათ პატრიარქის წინააღმდეგ ჩაიდინეს და ვის გაახმოვანებინეს, პეტრე ცაავას, რომელიც არის სააკაშვილის სულიერი მოძღვარი, ნათელ-მირონობა აქვთ და დღემდე ოჯახის მოძღვარია. ამ დროს გამოდის სააკაშვილი და სცადა, თავი წარმოეჩინა, თითქოს ძალიან დიდი დამცველია ეკლესიის, პატრიარქის და ა.შ. ამაშიც ხომ ჩანს მისი მზაკვრული, ბოროტი სახე, რომ კაცი არის პეტრე ცაავას სულიერი შვილი, თუ მას რაიმე გაეგება…

გამოდის კაცი, რომელიც პირდაპირ ებრძოდა ეკლესიებს, მაშინ, როდესაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეკლესიებს და მონასტრებს აღადგენდა და 800-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი აქვს აღდგენილი და უამრავი ეკლესია აშენებული. ეს არის სხვაობა, შედარება რომ გავაკეთოთ კიდევ ერთხელ

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE განაცხადა.

იტვირთბა....