ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საშინელი ავარია ქუთაისში – რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან?

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ქუთაისთან ახლოს, კოპიტნართან. როგორც ადგილიდან გვაცნობეს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

“საშინელებაა. დაშავებულები ძირს ეყარნენ. ადგილზე სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟებია“, – ამბობენ ადგილობრივები. ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.

ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....