ევროინტეგრაციის მინისტრი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შენგენის ზონასთან მიმოსვლის გამარტივებას ზაფხულისთვის ელოდება:
“ახლა ჯერი ბრიუსელზეა, იქ ამ ინიციატივას განიხილავს უკვე პარლამენტი, ევროპის საბჭო, რომელიც შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას. ვარაუდი გამომდინარეობს იქიდან, რომ ასეთი იყო სხვა ქვეყნების პრაქტიკაც, შესაბამისად ვვარაუდობთ, რომ დიახ ზაფხულის პერიოდში ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს,”- განმარტავს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პოზიტიური შეფასება საქართველომ 19 დეკემბერს მიიღო. ევროპასთან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის საჭიროა დამატებით ევროპული საბჭოსა და ევროპარლამეტის თანხმობა.