„ჰეზბოლას“ ლიდერმა ნაიმ ყასემმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას „ბოლო ამოსუნთქვამდე“ გააგრძელებს.
„ჩვენ არ დავეთანხმებით წინა ვითარებაში დაბრუნებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებაში მყოფებს, შეწყვიტონ თავისუფალი კომპრომისები“, – განაცხადა ნაიმ ყასემმა და ისრაელი 2024 წლის ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ახალი თავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ არ გვეშინია მტრის მუქარის ან იარაღის, რადგან ჩვენ ვართ მიწის მფლობელები“, – აღნიშნა ნაიმ ყასემმა.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობას ლიბანთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა. თეირანი აცხადებს, რომ ლიბანში თავდასხმების გაგრძელებას არ შეეგუება.

