აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიელმა იარაღებით მოვაჭრემ სასამართლოში აღიარა, რომ რუსებს ამერიკულ შეიარაღებას აწვდიდა

აშშ-ში იტალიის ერთ-ერთი დიდი იარაღის დისტრიბუტორი კომპანიის გაყიდვების მენეჯერი, მანფრედ გრუბერი რუსეთისთვის ამერიკული იარაღის გაყიდვისთვის დააკავეს. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მან დანაშაული სასამართლოში აღიარა. გრუბერისთვის განაჩენი მოგვიანებით გამოცხადდება

იტალიელ იარაღით მოვაჭრეს ყირგიზეთის გავლითა და საექსპორტო კონტროლის გვერდის ასავლელად იტალიური კომპანიების ქსელის გამოყენებით რუსეთისთვის 540 000 დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული საბრძოლო მასალის მიწოდებას ედავებოდნენ. აშშ-ს საექსპორტო კონტროლის დარღვევის მიზნით შეთქმულებისთვის მაქსიმალური სასჯელი ხუთ წლამდე პატიმრობაა.

გრუბერის თანამზრახველს, ყირგიზეთში მცხოვრები იარაღით მოვაჭრე სერგეი ჟარნოვნიკოვს, იანვარში 39 თვიანი პატიმრობით მიესაჯა.

იტვირთბა....