10 აპრილს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა პაკისტანისკენ გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ისლამაბადში ირანთან პოზიტიური მოლაპარაკებების გამართვის მოლოდინი აქვს, თუმცა, მან თეირანი გააფრთხილა, რომ აშშ-სთან “თამაშს” ნუ შეეცდებიან.
“ჩვენ ველით მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, ეს პოზიტიური იქნება,” განუცხადა ვენსმა რეპორტიორებს ვაშინგტონიდან გამგზავრებამდე.
“როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, თუკი ირანელები კეთილსინდისიერად მოლაპარაკებისთვის მზად არიან, ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, ხელი გავუწოდოთ მათ,” აღნიშნა ვიცეპრეზიდენტმა, თუმცა, მან ირანის რეჟიმი სიტყვიერადაც გააფრთხილა:
“თუ ისინი ჩვენთან თამაშს აპირებენ, მაშინ ისინი გააცნობიერებენ, რომ მოლაპარაკებებზე ჩვენი მხარე ამას დადებითად არ შეხვდება.” – თქვა მან.

