ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია: რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება ოცნების პოლიტიკურ კუბოზე

ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ნიკანორ მელიას თქმით, რასაც ხვალ ქართული ოცნება გააკეთებს იქნება კიდევ ერთი ლურსმანი ოცნების პოლიტიკურ “კუბოზე”. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“30 ოქტომბერს, მთელი თბილისი, დიდიან-პატარიანად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან. ჩემი აზრით, რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება ქართული ოცნების პოლიტიკურ კუბოზე. არაფერი არ იმალება ამ პატარა ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს, უნდათ თუ არ უნდათ, მიჰყავთ ეს ადამიანები აქციაზე. ეს ფილმი ნანახი გვაქვს, როდესაც შენს მიერ აქციაზე ძალდატანებთ მიყვანილი ადამიანი თვალებით გეუბნება, კი ბატონო, ძალით გამომიყვანეთ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ რამდენიმე დღეში არჩევნებია და იქ გააგცემ საკადრის პასუხს, ეს მოხდება, ეს ყველაფერიც 30 ოქტომბრის შემდეგ უნდა დასრულდეს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოში დასაქმებულ საჯარო მოხელეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ექაჩებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაზე. ესეც დასასრულებელია. 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე მისვლის შემდეგ ვიზეიმებთ მრავალმხრივ გამარჯვებას. მათ შორის გამარჯვებას ამ ძალდატანებაზე”,- ამბობს მელია.

როგორც მელია აღნიშნავს, 30 ოქტომბერს, მთელი თბილისი, დიდიან-პატარიანად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან.

იტვირთბა....