ვითიბი აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას, როგორც #1 ქომაგი. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მოხდა ჰიპერმარკეტ აგროჰაბის ქსელების გაფართოება. კერძოდ, გაიხსნა ორი ახალი ფილიალი თბილსსა და ბათუმში. ასევე, ბანკის დახმარებით, გაიხსნა სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე საწარმო.
აგროჰაბი, მომხარებელს, ყოველდღიურად სთავაზობს ნატურალურ, ჯანსაღ და ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას.
„აგროჰაბის და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა, თბილისში, პირველი ობიექტის გახსნიდანვე დაიწყო. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება აგროჰაბის ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად“ – განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.
ქართული ბიზნესის #1ქომაგი
გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.