aviabiletebi
მთავარი საზოგადოება

ბრეგაძე გვარამიაზე: მობრძანდეს და გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხი

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, გვარამიამ ე.წ. იმიტირებულ ციხის ბუნტთან დაკავშირებით გენინსპექციის წარმომადგენლებს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და მათ კითხვებს უპასუხოს.

“რაც შეეხება ბატონი გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში და მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვასა და ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობაში, უნდა მობრძანდეს და გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია”, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იგეგმება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციით დასრულდება.

იტვირთბა....