ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები საგანგებო განცხადებას აკეთებენ.

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იგეგმება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციით დასრულდება.

“ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები, პირველ რიგში, ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ციხის ე.წ. საავადმყოფო არ არის მინიმალური გარანტია უსაფრთხოების დაცვის. რა განცხადებებსაც ჩვენ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე ვიღებთ, ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, თითქოს, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით არის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება. სინამდვილეში სრულიად საწინააღმდგეგო სურათი გვაქვს. ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ქვეყნის დღევანდელი ხელისისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით”, – განაცხადა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 24-ე დღეა შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

იტვირთბა....