aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო: ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე, ბოლო დროს, „ტროლებისა“ და „ბოტების“ შეტევა გახშირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დროს მათ ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. ტროლებისა და ბოტების შეტევა გახშირდა.

“ბოლო დროს გახშირდა სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. ,,ტროლებისა” და ,,ბოტების” შეტევა. მსგავსი ფაქტების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რამდენჯერმე გააკეთა შესაბამისი განცხადება. გამონაკლისი არც ამჟამინდელი შემთხვევაა.

  • სამწუხაროდ, ჩვენს facebook-გვერდზე ბოლო სამი დღის განმავლობაში განთავსებული უკლებლივ ყველა მასალა მორიგი ასეთი შემოტევის სამიზნე აღმოჩნდა.
  • ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებული ძალა მსგავს მანიპულაციებს ახორციელებს ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიციის გამოსაკვეთად.
  •  საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ცდილობს, ობიექტური, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას თავისი მედიარესურსების საშუალებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქო სოციალურ ქსელში ფოტოებსაც ავრცელებს.

იტვირთბა....