ახალი ამბები მედია პოლიტიკა

სანდრო გირგვლიანის დეიდა: ” მურუსიძე უვადო პატიმრობაში უნდა იყოს”

ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას სანდრო გირგვლიანის დეიდა, მაია ენუქიძე  არ ელოდებოდა. მისი თქმით   მურუსიძე სამუდამო პატიმრობაში უნდა იყოს:

“მოლოდინი მქონდა, რომ სავარაუდოდ ასე არ იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში უსამართლობა სულ იქნება. მაგრამ ღმერთი ზევიდან იყურება და მაგ მურუსიძესაც და ვინც ხელი მოაწერა გასვლას და ხმა მისცა, ისე ქონოდეთ საქმე, როგორც სანდროს გაუხადეს საქმე. ამას ვოცნებობ ერთადერთი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. უვადო პატიმრობაში უნდა იყოს კაცი და უვადო მოსამართლედ დანიშნეს” – განაცხადა მაია ენუქიძემ “პირველ რადიოსთან”.

იტვირთბა....