ახალი ამბები მთავარი

დიდთოვლობისაგან დაზარალებული წყალტუბოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან ბანკებთან შუამდგომლობას ელის

წყალტუბოში სტიქიამ მუნიციპალიტეტში 400-მდე სათბური დააზიანა.  ზარალმა 100 ათას ლარს გადააჭარბა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენელის თქმით, ზუსტი მონაცემები უწყებას რამდენიმე დღეში გადაეცემა. წყალტუბოს მაცხოვრებლები ფინანსურ დახმარებას ან გრძელვადიან და დაბალპროცენტიან კრედიტებს ითხოვენ.  დამატებით, მოსახლეობა ხელისუფლებისგან ბანკებთან შუამდგომლობას უკვე აღებული კრედიტის დაფარვის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებითაც ელოდება.

 

იტვირთბა....