აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ისრაელთან ომის განმავლობაში ირანში 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ისრაელთან ომის განმავლობაში ირანში 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სასამართლო ექსპერტიზის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლო ექსპერტიზის სამსახურის ხელმძღვანელის აბას მასჯედი არანის ცნობით, 28 თებერვლის შემდეგ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებს ირანში 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მისი თქმით, თავდაპირველად ცხედრების დაახლოებით 40%-ის ამოცნობა შეუძლებელი იყო.

არანის განცხადებით, ცხედრების ამოცნობის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

იტვირთბა....