საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი 9 აპრილის 37 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფოტოს ავრცელებს, სადაც მან 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შემაკო.
“ყვავილები დავდეთ იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც სიცოცხლე შესწირა თავისუფალი საქართველოსთვის” – წერს შვედეთის ელჩი სოციალურ ქსელში.
“1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა ქართული, მშვიდობიანი დემონსტრაციები დაშალეს.
დღეს, სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის კოლეგებთან ერთად, ჩვენ ყვავილები დავდეთ იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც სიცოცხლე შესწირა თავისუფალი საქართველოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი, ევროპული საქართველოს მხარდაჭერას,” – წერს ანა ლიბერგი.

