aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

საბურთალოზე მოკლული ქალის ადვოკატი: ძალიან ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბურთალოზე მოკლული ქალის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილი ინფორმაციით შატალოვა და ბერიძე ერთად ცხოვრობდნენ.

“ბოლო კომუნიკაცია მქონდა ივნისის თვეში. მახარა, რომ შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ ის და ზურა ბერიძე. ძალიან ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა”,- ამბობს ბიბილეიშვილი

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, თბი­ლის­ში, გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე მკვლე­ლო­ბა მოხ­და – ახალ­გაზ­რდა ქალს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აქვს და­წყე­ბუ­ლი. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს დამ­ნა­შა­ვე არ ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი დად­გე­ნის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი გა­ზა­ფხუ­ლის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­და. ის ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვაა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­თუმ­ში ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს უჩი­ო­და იმის გამო, რომ მა­მა­კა­ცი მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვას უკ­რძა­ლავ­და.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის, ზუ­რაბ ბე­რი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცოტა ხნის წინ და­ი­წყეს.

 

იტვირთბა....